• Geo
  • Eng
21.08.2017
ამხანაგურები გაბალასთან

დღეს გაბალაში მყოფმა დინამოს 12 და 14 წლამდე გუნდებმაც გამართეს მატჩები. თბილისელები გაბალას შესაბამის ასაკობრივ გუნდებს შეხვდნენ. 12 წლამდელებმა კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით 2:3 დათმეს მეტოქესთან. გაბისონიას გოლით დინამო დაწინაურდა, შემდეგ მასპინძლები გავიდნენ წინ, ბულუხაძემ გაათანაბრა, საბოლოოდ კი კიდევ ერთი გოლი გაუშვეს პატარა დინამოელებმა. ბორის გონჩაროვის შეგირდებმა კი კოლოსალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 1:0 დაამარცხეს გაბალა. გამარჯვების გოლი გაგნიძის ანგარიშზეა. თბილისელები ხვალ დაისვენებენ და 23 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან გაბალას თანატოლებს.

U12 გაბალა 3:2 დინამო

U14 გაბალა 0:1 დინამო

 

U12 დინამო: გობედაშვილი, ბუცხრიკიძე, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ფიფია, ბულუხაძე, გიუნაშვილი, გაბისონია

შეცვლაზე შევიდნენ: ლ. ბაჩილავა, დარსალია, პარკაძე, ხიჯაძე, კაიდარაშვილი, ხარაული, ჩხიკვაძე, ხადური, ნ. ბაჩილავა

 

U14 დინამო: ტურძილაძე, გოგოტიშვილი, ოდიშვილი, ფაილაძე, ჩხეტიანი, გაგნიძე, სიჭინავა, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, მელაძე, ბაბლუანი

შეცვლაზე შევიდნენ: თავბერიძე, უდესიანი, კერესელიძე, ბედოშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024