• Geo
  • Eng
21.08.2017
17 წლამდე ნაკრები ბანნიკოვის თასის მფლობელია

კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა გათამაშების ფინალში ისრაელი 4:1 დაამარცხა და მიჯრით მეორედ მოიგო მთავარი ტიტული. დინამო თბილისის ფეხბურთელებმა ფინალური მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარეს და სამი გოლიც გაიტანეს. დუბლი ზუკა დავითაშვილმა შეასრულა, მესამე გოლი გიორგი შალიკაშვილის ანგარიშზეა და წერტილი ხვიჩა კვარაცხელიამ დასვა. დინამოელებმა ტურნირზე ორი ინდივიდუალური პრიზიც მოიპოვეს. საუკეთესო მეკარედ ლუკა ხარშილაძე დაასახელეს, ხოლო ბომბარდირი ნაკრების კაპიტანი ზუკა დავითაშვილი გახდა 5 გატანილი გოლით. საჩემპიონო თასი ჯვაროსნებს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა - ანდრი პაველკომ გადასცა.

გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ჩვენი გუნდიდან ხარშილაძემ, მექვაბიშვილმა, აზაროვმა, დავითაშვილმა და კვარაცხელიამ იასპარეზეს. შეცვლაზე კი ჯანგველაძე და ჩარკვიანი შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024