• Geo
  • Eng
20.08.2017
მოზარდი დინამოელები გაბალასთან ითამაშებენ

დინამო თბილისის 12 და 14 წლამდე გუნდები აზერბაიჯანში გაემგზავრნენ. 21 და 23 აგვისტოს კახა გოგოლაძის და ბორის გონჩაროვის შეგირდები გაბალას შესაბამის ასაკობრივ გუნდებს შეეჯიბრებიან. დინამოსა და გაბალას აკადემიებს შორის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა დარასელიას სახელობის ტურნირის შემდეგ უფრო განმტკიცდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა 19 წლამდე გუნდმა მიიღო გაბალა. ახლო მომავალში კი თბილისელები უმასპინძლებენ გაბალას ასაკობრივ გუნდებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024