• Geo
  • Eng
02.06.2017
დინამოს აკადემიის რჩეული 2017

საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა დღეს, დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში. საღამო მიეძღვნა ახალგაზრდა დინამოელებს, რომლებიც აკადემიიდან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ და უმეტესობა დინამო თბილისის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. დემეტრე ბულისკერია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ბექა მიქელთაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია, დავით კობოური, ნიკა ნინუა, ლუკა ქაფიანიძე, ბექა ქავთარაძე და მიხეილ ერგემლიძე. სწორედ ამ ფეხბურთელებმა გაიარეს გზა აკადემიიდან მთავარ გუნდამდე და არიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ თავის გამოჩენის შემთხვევაში, სხვა ახალგაზრდებსაც მიეცემათ შანსი.

ღონისძიებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის ვეტერანი დინამოელები, რომლებმაც წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში ძლიერი აკადემიის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მთავარ გუნდს შევსება არასდროს მოაკლდება, რაც მომავალი წარმატებების საწინდარია.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024