• Geo
  • Eng
30.05.2017
ჭაბუკები კვლავ ლიდერობენ

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს და საბურთალოს დაუპირისპირდნენ. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა საკმაოდ საინტერესო შეხვედრაში ვერ მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა არც თავის კარში გაუშვიათ ბურთი და მეტოქეს ყაიმით დაცილდნენ. დინამოელები 11 მატჩიდან მოპოვებული 23 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. 17 წლამდე დინამოელები მომდევნო მატჩში 4 ივნისს რუსთავს უმასპინძლებენ.

U17 საბურთალო 0:0 დინამო

U17 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, ბასარია, გაბედავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხარშილაძე, გულდედავა, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჯანგველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, წაქაძე, ლომთაძე, ფარულავა, იაკობიძე

 

სამაგიეროდ დიდი ანგარიშით 4:1 იმარჯვა დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც 11 ჩატარებული მატჩიდან 1 ფრის გარდა 10 მოგება დაუგროვდა. გოლები საბურთალოს კარში აზაროვმა (2), კონიაშვილმა და ჯინჯოლავამ გაიტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 50/3 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 4 ივნისს რუსთავთან ჩაატარებენ..

U15 საბურთალო 1:4 დინამო

U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, აზაროვი, კონიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: შაშიაშვილი, ტალახაძე, ფირცხალაიშვილი, გოდერძიშვილი, ქოჩაკიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024