• Geo
  • Eng
26.05.2017
ჭაბუკმა დინამოელებმა სიონი დაჯაბნეს

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და ერთის წილ 5 გოლი გაუტანეს. ბოლნისელთა კარში ორი გოლი ჯანგველაძემ გაიტანა. თითო ზუსტი დარტყმა გულდედავას, ფარულავას და იაკობიძის ანგარიშზეა. დინამოელები 10 მატჩიდან მოპოვებული 22 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. 17 წლამდე დინამოელები მომდევნო მატჩში 30 მაისს საბურთალოს დაუპირისპირდებიან.

U17 დინამო 5:1 სიონი

U17 დინამო: ხარშილაძე, გაბელაია, გულხდარაშვილი, გაბედავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, თუდები, გულდედავა, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჯანგველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: აზაროვი, ლომთაძე, ფარულავა, იაკობიძე

 

 

4:0 დაამარცხა ბოლნისის სიონი დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც 10 ჩატარებული მატჩიდან 1 ფრის გარდა 9 მოგება დაუგროვდა. გოლები ბოლნისელთა კარში ბექაურმა (2), კონიაშვილმა და ქოჩაკიძემ გაიტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 46/2 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 30 მაისს მეორე ადგილზე მყოფ საბურთალოსთან ჩაატარებენ.

U15 დინამო 4:0 სიონი

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ტალახაძე, შაშიაშვილი, ბექაური, ბოჭორიშვილი, ჯინჯოლავა, ფირცხალაიშვილი, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: მორჩილაძე, ხორავა, კონიაშვილი, ზურაბიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024