• Geo
  • Eng
09.05.2017
17 წლამდელების მარცხი 35- ე სკოლასთან

დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ 35- ე სკოლას უმასპინძლა და მეტად დაძაბულ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. შედეგიან შეხვედრაში 35- ე სკოლის კარში გოლები გაბელაიამ, ჩარკვიანმა და ფარულავამ გაიტანეს. დინამოელები 7 მატჩიდან მოპოვებული 15 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან ავაზას, რომელსაც ერთით მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდები მომდევნო მატჩს 16 მაისს რუსთავში ჩაატარებენ.

U17 დინამო: თვალოძე, გაბელაია, გაბედავა, ჭავჭანიძე, აზაროვი, მაღალდაძე, ლომთაძე, გულდედავა, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, ფარულავა, გულხადარაშვილი, მელიქიშვილი, მემარნე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024