• Geo
  • Eng
07.05.2017
15 წლამდელები სრული სვლით

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 წლამდელებმა მერვე ტურის მატჩი გამართეს. დინამომ თავის აკადემიაში 35- ე სკოლას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა მეტოქე. გოლები სტუმართა კარში მორჩილაძემ, ფირცხალაიშვილმა, ჯინჯოლავამ და ზურაბიანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გატანილი 4 გოლის გარდა დინამოელებმა უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რაც ძირითადად მეტოქე გუნდის კიპერის დამსახურებაა, რომელმაც მასპინძელთა არაერთი სახიფათო მომენტი და დარტყმა უვნბელჰყო. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 39/2 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 20 მაისს ცხინვალთან ჩაატარებენ.

U15 დინამო  4:1  35- ე სკოლა

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, ოსეყმაშვილი, ერაძე, ტალახაძე, გოდერძშვილი, ზურაბიანი, ხორავა, მორჩილაძე, კონიაშვილი, ჯინჯოლავა

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, შაშიაშვილი, ბოჭორიშვილი, ფირცხალაიშვილი, ბექაური, ქოჩაკიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024