• Geo
  • Eng
02.05.2017
18 წლამდელების გამარჯვება უზბეკეთთან

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა უზბეკეთთან პირველი ამხანაგური შეხვედრა სფფ- ს ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩაატარა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა მატჩი თავისი უპირატესობით წარმართეს და მეტოქე 4:2 დაამარცხეს. ოთხიდან ორი გოლი უზბეკთა კარში დინამოელებმა- ქავთარაძემ და ერგემლიძემ გაიტანეს. მოედანზე კი მათ გარდა დინამოდან ბულისკერია, კიკალიშვილი, დარცმელია და სილაგაძე იმყოფებოდნენ. შეცვლაზე კი ქაფიანიძე, ხარაბაძე და ბაბუნაძე შევიდნენ. მეორე ამხანაგურ მატჩს უზბეკებთან ვასილ მაისურაძის გუნდი 4 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024