• Geo
  • Eng
29.04.2017
დინამოელები ასაკობრივ ნაკრებებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ბელარუსში იმყოფება, სადაც უეფას განვითარების თასზე ასპარეზობს. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივეში მატჩისშემდგომი პენალტების სერიით იმარჯვეს. პირველი შეხვედრა მოლდოვასთან 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში საქართველომ 5:3 იმარჯვა. მეორე მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდი მასპინძლებს, ბელორუსიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში 5:3 აჯობა მეტოქეს. ორშაბათს ჭაბუკი ჯვაროსნები ლატვიას შეხვდებიან. ბელორუსთან გოლი დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ნაკრებში დინამო თბილისიდან მის გარდა ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, დავითაშვილი (კაპიტანი), მექვაბიშვილი, აზაროვი, იაკობიძე, ჯანგველაძე, ხარშილაძე და ჯანგიძე არიან გამოძახებულნი.

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები კი 2 და 4 მაისს თბილისში, უზბეკეთთან გამართავს ორ ამხანაგურ შეხვედრას. ვასილ მაისურაძემ შეკრების გასავლელად (სფფ- ს ტექ. ცენტრი ბასა) და აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან ბულისკერიას, მამარდაშვილს, კიტეიშვილს, ქაფიანიძეს, კიკალიშვილს, დარცმელიას, ქავთარაძეს, ბაბუნაძეს, სილაგაძეს და ერგემლიძეს უხმო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024