• Geo
  • Eng
27.04.2017
15 და 19 წლამდელების მორიგი მატჩები

მეცხრე შეხვედრა ჩაატარა 19 წლამდე დინამოელთა გუნდმა. თბილისელებმა გორის დილას უმასპინძლეს და 5:0 აჯობეს მეტოქეს. გორელთა კარში ოთხი გოლი ბექა ქავთარაძემ გაიტანა, ერთი ზუსტი დარტმაც მიხეილ ერგემლიძის ანგარიშზეა. მეცხრე შეხვედრაში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მერვე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და ბურთების ბალანსით 44/4 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. 19 წლამდელები მომდევნო თამაშს 7 მაისს გაგრასთან ჩაატარებენ. ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 წლამდელებმა მეექვსე ტურის მატჩი გამართეს. რუსთავში, ადგილობრივ გუნდათ ჩატარებული მატჩი საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლი რუსთაველებს კონიაშვილმა გაუტანა. სულიკო დავითაშვილის შეგირდები გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 29/1 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 2 მაისს ავაზასთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 5:0 დილა

U19 დინამო: ბულისკერია, ვირუბოვი, ქაფიანიძე (ბასარია 65), ძოწენიძე, კობოური, ნინუა, სილაგაძე (ხარშილაძე 46), კუცია (კაკულია 73), ქავთარაძე, კიტეიშვილი, ერგემლიძე

 

U15 რუსთავი 1:1 დინამო

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, შაშიაშვილი, ტალახაძე, ზურებიანი, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, კონიაშვილი, ჯინჯოლავა

შეცვლაზე შევიდნენ: ქოჩაკიძე, გოდერძიშვილი, ფირცხალაიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024