• Geo
  • Eng
25.04.2017
დარასელიას თასი კიევის დინამომ მოიპოვა

ვიტალი დარასელიას თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა. ჩემპიონის ტიტულს ერთმანეთს შარშანდელი ოქროსმედალოსანი ჰოლანდიური აზ ალკმაარი და უკრაინული კიევის დინამო ეცილებოდნენ. ფინალური მატჩი გადამწყვეტი შეხვედრის საკადრისი გამოდგა. პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა დაძაბულობა და გუნდების მონდომება. ბევრი იყო ორთაბრძოლა და მთლიანი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლები არ გასულა. მეორე ნახევრის დებიუტში კი ჰოლანდილეთა კაპიტანმა- ემირ ბიბეროღლუმ გახსნა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ მეთოდურად უკრაინელებმა მოიპოვეს სათამაშო ინიციატივა, ალკმაარიც რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, კარის მშრალად შენახვას ცდილობდა. შეხვედრის 58- ე წუთზე კიეველებმა მაინც მოახერხეს მეეს ბაკერის კარის აღება. გოლი იაროსლავ ნადოლსკიმ გაიტანა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. თამაშის ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა და დაინიშნა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია. საფეხბურთო ლატარეაში უკრაინელები უფრო იღბლიანები და ზუსტნი აღმოჩნდნენ. ორის წილ ოთხი გოლი გაუტანეს ალკმაარს და ვიტალი დარასელიას თასიც მოიპოვეს.

ამის შემდეგ დაჯილოვების საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, რომელზეც გუნდები მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს. ვიტალი დარასელიას თასი დინამო კიევის კაპიტანს- კონსტანტინ ჰუროვს დინამო თბილისის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ და სფფ- ს პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა გადასცეს. თუმცა მანამდე ორგანიზატორებმა ინდივიდუალური პრიზები ჩამოარიგეს. საუკეთესო მეკარის ტიტული კიეველ ვალენტინ მორგუნს ხვდა წილად. კიპერი ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა. საუკეთესო მცველის პრიზი თენგიზ სულაქველიძემ ალკმაარელ ქვინტენ დეკერსს გადასცა. ტურნირის ბომბარდირი უკრაინელი იაროსლავ ნადოლსკი გახდა 5 გატანილი გოლით. იგი ვლადიმერ გუცაევმა დააჯილდოვა. ბელგიელი ვლად ნოვინჩანოვი გათამაშების აღმოჩენად დასახელდა. გენტის ფეხბურთელს პრიზი გრიგოლ ცაავამ გადასცა. ალექსანდრე ჩივაძემ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით კიევის დინამოელი მაქსიმ ზავჰოროდნი დააჯილდოვა. საუკეთესო გოლის ავტორად კი თბილისელი გიორგი მოისწრაფიშვილი დასახელდა, რომელსაც პრიზი ვიტალი დარასელია უმცროსმა გადასცა.

 

აზ ალკმაარი 1:1 (2:4) დინამო კიევი

გოლი: 1:0 ბიბეროღლუ 40’  1:1 ნადოლსკი 58’

პენალტების სერია: (აზ ალკმაარი) ბიბეროღლუ, ფრანკენი - გემელის დარტყმული აცდა კარს, ხოლო ნინგ-ჰინგმა ხარიხას გაარტყა ბურთი (დინამო კიევი) ბოდნია, დეროგანი, ნადოლსკი, ზავჰოროდნი

გაფრთხილება: ფრანკენი, გუდმინი, ზავჰოროდნი

აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ, ფრანკენი, გემელი, გუდმინი, ელ გუბლი, კარგი, ბაასი, ლო ნინგ-ჰინგი, ტააბუნი, ვან დერ ჰეიდენი (ნიმერმეერი 60)

დინამო კიევი: მორგუნი, ბილოვარი, ჰუროვი, მიხაილენკო (ბოდნია 60), ნადოლსკი, ხონდაკი, პინჩუკი, შულიანსკი, იაროში, დუხოტა (დეროგანი 43), ზავჰოროდნი

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

მანამდე კი...

ვიტალი დარასელიას თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო დღე ორი დინამოს შეხვდრით გაიხსნა. ერთმანეთს თბილისის და ზაგრების დინამოს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. სათამაშო ინიციატივა თბილისელთა ხელთ იყო და გატანილი გოლების გარდა, ჩვენმა ჭაბუკებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიოყენეს. შეხვედრაში ანგარიში 26- ე წუთზე ლევან ხარაბაძემ გახსნა. ცოტახანში მასპინძელთა აქტიურობას მეორე გოლი მოჰყვა რენატო იოსიპოვიჩის კარში. გოლი თავის აქტივში თაზო ბაბუნაძემ ჩაიწერა. მეორე ტაიმის სტარტზე ფილიპ მიჰალიევიჩის გოლით ხორვატებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა საბოლოო ანგარიში პაექრობის ბოლო წუთზე ზუკა დავითაშვილმა ზუსტი დარტყმით დააფიქსირა - 3:1 და დინამო თბილისმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.

დინამო თბილისი 3:1 დინამო ზაგრები

გოლი: 1:0 ხარაბაძე 26’  2:0 ბაბუნაძე 34’  2:1 მიჰალიევიჩი 40’  3:1 დავითაშვილი 70’

გაფრთხილება: კვარაცხელია

დინამო თბილისი: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე (გულხადარაშვილი 63), ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, აზაროვი (წაქაძე 59), მელიქიშვილი (მოისწრაფიშვილი 51), ლომთაძე (კვარაცხელია 46), ბაბუნაძე, ჩარკვიანი (დავითაშვილი 46), ჯანგველაძე (მექვაბიშვილი 51)

დინამო ზაგრები: იოსიპოვიჩი, ბრაუნი, რადონია, იანჩიჩი (მაგდიჩი 36), იანკოვიჩი, სტრანპუტი (ჰასიჩი 36), იურიშჩი, კრიზმანიჩი (მიჰალიევიჩი 36), იელენიჩი, ბეჰრამი, კაპიტანოვიჩი

 

 

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთის ტრაბზონსფორი და აზერბაიჯანის გაბალა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და უკვე დებიუტში მეტოქეებმა გოლებიც გაცვალეს. მატჩის მე- 6 წუთზე ანგარიში ენეს კულმა გახსა, ხოლო მე- 15 წუთზე თაბრიზ ისაზადან წონასწორობა აღადგინა. თურქებმა მალე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და მიჯრით რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. პირველი ნახევარი ყაიმით დასრულდა, თუმცა ტრაბზონსფორის ფეხბურთელებს მართებდათ მეორე გოლის გატანა. თურქებმა და კერძოთ დოღუქან დელიმეჰმეტმა ეს ორჯერ მოახერხა, 39- ე და 44- ე წუთებზე. ტრაბზონსფორს აღარ გასჭირვებია სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და საბოლოოდ 3:1 იმარჯვა.

ტრაბზონსფორი 3:1 გაბალა

გოლი: 1:0 კული 6’  1:1 ისაზადა 15’  2:1 დელიმეჰმეტი 39’  3:1 დელიმეჰმეტი 44’

გაფრთხილება: ბაში

ტრაბზონსფორი: აკბულუტი, ულუ (გენჩი 63), ილდირგანი (ასმა 42), ბაში (ტაიფური 45), ბილგინი, იუჯე, კოჩი, დელიმეჰმეტი, აჩილი, კული, ასანი

გაბალა: ზულფუგარლი, ინგილაბლი, ალასგაროვი, გურბანოვი (ალიევი 53), ორუჯლუ, თაღიევი, ისაზადა (ჯამალოვი 67), ნურიევი, აბდულაევი, მურსალოვი (მაჰარამოვი 67), ნადიროვი (აბასოვი 60)

 

 

ტურნირის ბრინჯაოს მედლები მილანის ინტერმა და ბელგიურმა გენტმა გაითამაშეს. ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში და აქტიურად წარიმართა. საგოლე მომენტები კი არც ისე ბევრი შექმნილა და ამაში თავისი წვლილი ძლიერმა ქარმაც შეიტანა. საბოლოოდ ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და მაჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც ბელგიელმა ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და 4- ის წილ 5 გოლი გაუტანეს მეტოქეს. ამრიგად ვიტალი დარასელიას თასის მეორე გათამაშების ბრინჯაოს მედლები გენტის ფეხბურთელებს ხვდა წილად.

ინტერი მილანი 0:0 (4:5) გენტი

პენალტების სერია: (გენტი) ბერბენი, ალფონს დიდიუ, ბორგრაფი, ლოკი, ნოვინჩანოვი (ინტერი) პოიანი, მიტრეა ვლადი, ბრიგატი, ვერგანი - კარტას დარტყმული აცდა კარს

გაფრთხილება: ნოვინჩანოვი, ლოკი

ინტერი: ბაგერია, კარტა, კოლომბინი, კაიგანიჩი, დუსე (ვაგი 65), მიტრეა, მარიანი (ოფე 65), ტორდინი, როსი (პოიანი 49), კრასნიქი (ვერგანი 69), ფერო  (ბრიგატი 69)

გენტი: ვერბრიუგე (იდე 36), ბანჩე (ბორგრაფი 44), ბერბენი, დე გრუვე, დენსი, სამოსე (დესმეტი 36), ალფონს დიდიუ, ლოკი, ნოვინჩანოვი, ვან დალე, ვეეკმანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024