• Geo
  • Eng
22.04.2017
ტურნირის მესამე დღე

დარასელიას თასის მესამე დღე აზერბაიჯანული გაბალასა და ბელგიური გენტის მატჩით გაიხსნა. სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა ბევრს ვეღარაფერს წყვეტდა. ბელგიელებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ ნახევარფინალის საგზური, ხოლო ჩვენი მეზობლები პრესტიჟისთვის თუ იბრძოლებდნენ, რაც საბოლოოდ მოახერხეს კიდეც და ამ ტურნირზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ისაზადას გოლით 1:0 მოუგეს. გენტი 24 აპრილს 16.00 საათზე ნახევარფინალში აზ ალკმაარს დაუპირისპირდება. გაბალამ 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა. მე- 5 ადგილისთვის პლეი ოფს ისინი 14.00 საათზე ზაგრების დინამოსთან ითამაშებენ.

გაბალა 1:0 გენტი

გოლი: ისაზადა 61’

გაფრთხილება: ნურიევი

გაბალა: ზულფუგარლი, ინგილაბლი (ალასგაროვი 53), გურბანოვი (ნაჯიზადა 70), ორუჯლუ, თაღიევი, ისაზადა, ნურუიევი, მურადოვი (აბასოვი 69), ნადიროვი, ჯამალოვი (აბდულაიევი 45), მაჰარამოვი (ალიევი 45)

გენტი: იდე, ბერბენი (დენსი 36), დე გრუვე, დე სმეტი, დეშეპერი, სამოსე, ვანდეკანდელარი, ლოკი (ბანჩე), ვან დალე (მასისა 57), ბატენი (ალფონს დიდიუ 36), ვეეკმანი

 

 

მეორე შეხვედრაში, რომელშიც დინამო თბილისი მილანის ინტერს დაუპირისპირდა, A ჯგუფის მეორეადგილოსანის ბედი წყდებოდა. თბილისელებს ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც აწყობდა, ინტერს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. თავიდანვე შეიძლება აღინიშნოს, რომ თბილისური და მილანური კლუბის დაპირისპირება ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩი მთელი 70 წუთის მანძილზე უშეღავათო ბრძოლებით მიილია. თამაშის 32- ე წუთზე დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ედოარდო ვერგანიმ ზუსტად შეასრულა და როგორც შემდგომში გაირკვა, მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს დინამოს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის მერე ბაბუნაძე გავიდა ინეტრის მეკარესთან პირისპირ და ტექნიკური დარტყმით ბურთი თავზე გადაავლო იტალიელ კიპერს, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად რამდენიმე სანტიმეტრით სიზუსტე დააკლდა. ამის შემდეგ დავითაშვილი აქტიურობდა და საჯარიმოს ხაზიდან მისი დარტყმულიც სულ მცირედით აცდა მილანელთა კარს. მეორე ტაიმი პირველზე უფრო ხისტად წარიმართა და არბიტრმა არაერთი ყვითელი ბარათიც გამოიყენა. ერთ მომენტში ჩვენმა კიპერმა ივარგა და კუთხურზე მოიგერია ბრიგატის დარტყმული. ინიციატივა მასპინძლებმა მოიპოვეს და მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ. აღსანიშნავია ხარშილაძის თავური დარტყმა, რომელიც ინტერის კარის ხარიხამ მოიგერია. კვარაცხელიას დარტყმულიც არ გამოდგა ზუსტი. მანამდე დავითაშვილი და მოისწრაფიშვილიც ამწვავებდნენ თამაშს. საბოლოოდ ინტერმა 1:0 იმარჯვა და 24 აპრილს 18.00 საათზე ნახევარფინალში დინამო კიევს შეხვდება. დინამო თბილისი კი მე- 5 ადგილის პლეი ოფს 12.00 საატზე ტრაბზონსფორთან ითამაშებს. 

დინამო თბილისი 0:1 ინტერი მილანი

გოლი: 0:1 ვერგანი (პენ) 32’

გაფრთხილება: ჯანგიძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, ჯანგველაძე, ნტუბე, ბრიგატი, პოიანი, როსი, კაიგანიჩი, მარიანი, ოფე

დინამო: ლ. ხარშილაძე, ჭავჭანიძე, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, ხარაბაძე, დარცმელია, კვარაცხელია, დავითაშვილი, აზაროვი (ჯანგველაძე 61), მოისწრაფიშვილი (მექვაბიშვილი 51), ბაბუნაძე

ინტერი: პოცერი, ოფე, ვაგი, ნტუბე, კაიგანიჩი, პოიანი, ბრიგატი (კარტა 70), ტორდინი, ბურგო (ვლადი 27), როსი 9ფერო 67), ვერგანი (მარიანი 57)

 

 

დღის მესამე მატჩი, რომელშიც აზ ალკმაარი ზაგრების დინამოს დაუპირისპირდა, შარშანდელი ჩემპიონის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. საინტერესო შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ალკმაარის ფეხბურთელებმა უფრო ზუსტად ითამაშეს და კომფორტული ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირეს. გოლები იოსიპოვიჩის კარში ხიმო იანსენმა და ჯეფრი ვან დერ ჰეიდენმა გაიტანეს. მეორე ნახევარი პირველივით საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდი ბევრს უტევდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შეიქმნა ორივე კართან, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ალკმაარმა 2:0 იმარჯვა. ჰოლანდიელები 24 აპრილს 16.00 საათზე, ტურნირის ნახევარფინალში ბელგიურ გენტს დაუპირისპირდებიან, ხოლო ზაგრების დინამო 14.00 საათზე გაბალას შეხვედება.

აზ ალკმაარი 2:0 დინამო ზაგრები

გოლი: 1:0 იანსენი 14’  2:0 ვან დერ ჰეიდენი 30’

გაფრთხილება: გემელი, ფრანკენი, ბიბეროღლუ, ტააბუნი, რადონია

აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ, დეკერსი, ფრანკენი, გემელი, გუდმინი, კარგი, ბაასი, იანსენი (ლო ნინგ-ჰინგი 45), ტააბუნი (ნიმერმეერი 70), ვან დერ ჰეიდენი (ელიასარი 63)

დინამო ზაგრები: იოსიპოვიჩი, რადონია, მაგდიჩი (იანჩიჩი 36), ჰასიჩი, იანკოვიჩი, ბიკანიჩი (სტრანპუტი 36), იურიშიჩი, კრიზმანიჩი, იელენიჩი, ბეჰრამი (მიჰალიევიჩი 36), კაპიტანოვიჩი

 

 

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დინამო კიევი ტრაბზონსფორს შეხვდა, 2:0 აჯობა მეტოქეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. უკრაინელები მთელი შეხვედრის მანძილზე უფრო აქტიურად და ტექნიკურად მოქმედებდნენ. დინამოს ანგარიშის გახსნა 25- ე წუთზე შეეძლო, თუმცა ნადოლსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ იმავე ნადოლსკიმ ექვს წუთში მაინც გაუტანა აქბულუტს და კიეველებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარი იმავე სცენარით გაგრძელდა. უკრაინელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს თურქების კარში. თავი დეროგანმა გამოიჩინა. ამრიგად დინამო კიევმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 24 აპრილს 18.00 საათზე ტურნირის ნახევარფინალში მილანის ინტერს შეხვდება. მანამდე კი 12.00 საათზე ტრაბზონსფორი ჩვენს გუნდს ეთამაშება.

დინამო კიევი 2:0 ტრაბზონსფორი

გოლი: 1:0 ნადოლსკი 31’  2:0 დეროგანი 45’ 

გაფრთხილება: ულუ, ზავჰოროდნი

დინამო კიევი: მორგუნი, ბილოვარი, ბოდნია (ჰუროვი 67), მიხაილენკო, ნადოლსკი, ხონდაკი, პინჩუკი, შულიანსკი (დეროგანი 36), იაროში, დუხოტა (იეფიმენკო 57), ზავჰოროდნი (ბილიკი 63)

ტრაბზონსფორი: აქბულუტი, ულუ, ილდირგანი (კოჩი 59), ბილგინი, იუჯე, გიური (ბაში 44), დელიმეჰმეტი, აჩილი, კული, გენჩი, ასანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024