• Geo
  • Eng
21.04.2017
ტურნირის მეორე დღე

ვიტალი დარასელიას თასის გათამაშების მეორე დღე, წინა ტურნირის პრიზიორისა და ჩემპიონის მატჩით გაიხსნა. ტრაბზონსფორისა და ალკმაარის თამაში საინტერესოდ და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველი ტაიმი თურქების აქტიურობით და 22- ე წუთზე ბილგინის გატანილი გოლით დაგვამახსოვრდა. მეორე ტაიმში კი მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში გამოასწორეს და ინიციატივაც მოიპოვეს, თუმცა მხოლოდ ვან დერ ჰეიდენის გოლს გამორჩნენ. საბოლოოდ საყაიმო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. ხვალ ჯგუფში ბოლო შეხვედრას ალკმაარი დინამო ზაგრებთან 16.00 საათზე გამართავს.

ტრაბზონსფორი 1:1 აზ ალკმაარი

გოლი: 1:0 ბილგინი 22’  1:1 ვან დერ ჰეიდენი 39’

გაფრთხილება: იუჯე

ტრაბზონსფორი: აკბულუტი, ულუ, ბილგინი (კოჩი 52), იუჯე, გიური (ბაში 42), ტაიფური, დელიმეჰმეტი, აჩილი, კული (ილდირგანი 47), გენჩი, ასანი

აზ ალკმაარი: ბაკერი, ბიბეროღლუ (იანსენი 63), დეკერსი (რეგელინგი 63), ფრანკენი, გემელი, გუდმინი, ელ გუბლი, კარგი (ბაასი 59), ლო ნინგ-ჰინგი (ელიასარი 36), ნიმერმეერი (ვან დერ ჰეიდენი 24), ტააბუნი

 

 

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ორი დინამო წარდგა ერთმანეთის პირისპირ. კიეველებმა გუშინ ალკმაართან გამარჯვების შემდეგ ჯგუფში ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც დღეს ზაგრებელ თანაკლუბელებს გადაულოცეს. ხორვატებმა საინტერესო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს უკრაინელები. გამარჯვების გოლი ფილიპ მიჰალიევიჩმა შეხვედრის 46- ე წუთზე გაიტანა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში და აქტიურად ცდილობდა თამაშს, რასაც რამდენიმე სახიფათო მომენტიც მოჰყვა. ორივე გუნდმა ასევე თითო რეალური საგოლე სიტუცია გაცვალა, რომლის გამოყენებაც ვერ შეძლო. ზაგრებელების გამარჯვების შემდეგ ამ ჯგუფში საკმაოდ დაიძაბა სატურნირო მდგომარეობა. ხორვატებმა 4 ქულა დააგროვეს, 3 ქულით მათ კვალში კიევის დინამო უდგას, რომელიც ხვალ 18.00 საათზე 2 ქულა დაგროვბულ ტრაბზონსფორს დაუპირისპირდება. 1 ქულით კი ჯგუფში ბოლო ადგილზე ჰოლანდიური აზ ალკმაარია, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ნახევარფინალში მოხვედრის შანსი.

დინამო კიევი 0:1 დინამო ზაგრები

გოლი: 0:1 მიჰალიევიჩი 46’

დინამო კიევი: ნეშჩერეტი, ბილიკი, ბოდნია, ბუცენკო, დეროგანი (შულიანკსი 45), ჰუროვი (მიხაილენკო 53), იეფიმენკო (დუხოტა 60), ნადოლსკი, ხონდაკი, იაროში, ზავჰოროდნი

დინამო ზაგრები: ვიდოვიჩი, ბრაუნი, ვუკასოვიჩი (იურიშიჩი 42), იანჩიჩი (ბიკანიჩი 36), ჰასიჩი (ლაუში 55), იანკოვიჩი, სტრანპუტი (მაგდიჩი 62), მიჰალიევიჩი, კრიზმანიჩი, იელენიჩი, ბეჰრამი (კაპიტანოვიჩი 36)

 

 

A ჯგუფისა და მთლიანად სათამაშო დღის მესამე შეხვედრაში დინამო თბილისმა აზერბაიჯანის გაბალას უმასპინძლა. თბილისელებმა გუშინ გენტთან დათმეს პაექრობა და წარმატებული ასპარეზობისთვის დღეს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, რაც ფაქტიურად მატჩის პირველ 15 წუთშივე შეძლეს. მთელი მატჩი და განსაკუთრების მისი პირველი ტაიმი დინამოელთა აბსოლიტური უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 6:0 დასრულდა. ზუკა დავითაშვილმა ანგარიში მე- 9 წუთზე გახსნა. სულ ცოტახანში გიორგი მოისწრაფიშვილმა მეორე გოლი შეაგდო სტუმართა კარში, რასაც მე- 13 წუთზე თაზო ბაბუნაძის გოლი მოჰყვა. თბილისელებმა უმატეს შეტევებს და 26- ე წუთზე დავითაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ამის მერე ბაბუნაძემ მეორე ზუსტი დარტყმა განახორციელა და დინამო 5:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს კი დავითაშვილმა ტურნირის პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა. მეორე ნახევარში ვლადიმერ გოჩაშვილმა შვიდივე ცვლილება განახორციელა. თამაში უფრო მშვიდ კალაპოტში გადავიდა, მატჩის ბოლოსკენ კი რუსტამ ნურუიევმა ერთი გოლი გაქვითა და საფინალო ანგარიში 6:1 დააფიქსირა. დინამოელები ხვალ 14.00 საათზე გადამწყვეტ მატჩში მილანის ინტერს შეხვდებიან.

დინამო თბილისი 6:1 გაბალა

გოლი: 1:0 დავითაშვილი 9’  2:0 მოისწრაფიშვილი 10’  3:0 ბაბუნაძე 13’  4:0 დავითაშვილი 26’  5:0 ბაბუნაძე 33’  6:0 დავითაშვილი 35’  6:1 ნურუიევი 63’

გაფრთხილება: ალასგაროვი, ჭავჭანიძე, ბაბუნაძე

დინამო თბილისი: ლ. ხარშილაძე, ჭავჭანიძე, ბ. ხარშილაძე (ფარულავა 40), ჯანგიძე (წაქაძე 36), ხარაბაძე, დარცმელია (ჩარკვიანი 40), კვარაცხელია (ჯანგველაძე 40), დავითაშვილი (ლომთაძე 45), აზაროვი, მოისწრაფიშვილი (მელიქიშვილი 40), ბაბუნაძე (იაკობიძე 45)

გაბალა: სულთანოვი (ზულფუგარლი 36), ინგილაბლი (ნადიროვი 16), ალასგაროვი, გურბანოვი, თაღიევი (ისაზადა 54), ნურუიევი , აბდულაევი (მაჰარამოვი 54), მურადოვი, მურსალოვი, ჯამალოვი, ალიევი (ორუჯლუ 36)

 

 

დღევანდელი დღის ბოლო მატჩი ასევე უხვგოლიანი გამოდგა. გენტისა და ინტერის შეხვედრაში, დინამო-გაბალას მსგავსად 7 გოლი გავიდა. ბელგიელებმა იტალიელები 5:2 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზურიც ვადაზე ადრე მოიპოვეს. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, ანგარიშ კი ბელგიელებმა გახსნეს. ბატენის გოლს ვერგანიმ და ნტუბემ უპასუხეს, რის შემდეგაც ინტერი დაწინაურდა, მაგრამ მცირეხნით. 31- ე წუთზე მსაჯმა კოლომბინი ხელით თამაშის გამო მინდვრიდან გააძევა, ხოლო თერთმეტმეტრიანი ალფონს დიდიუმ ზუსტად შეასრულა. დიდიუმ კიდევ ორი გოლი გაიტანა და ზუკა დავითაშვილთან ერთად ამ ტურნირზე მეორე ჰეთ თრიქი შეასრულა. მეხუთე გოლი ინტერის კარში ვან დალემ მატჩის 61- ე წუთზე გაიტანა. გენტმა ამ მოგებით 6 ქულა დააგროვა. მეორე და მესამე ადგილზე 3-3 ქულით დინამო თბილისი და მილანის ინტერი იმყოფებიან. თბილისელებს ნახევარფინალში გასასვლელად ხვალინდელ მატჩში ფრეც აძლევს ხელს. გაბალა 0 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გენტისა და გაბალას შეხვედრა ხვალ 12.00 საათზე დაიწყება.

გენტი 5:2  ინტერი მილანი

გოლი: 1:0 ბატენი 11’  1:1 ვერგანი 21’  1:2 ნტუბე 29’  2:2 ალფონს დიდიუ (პენ) 34’  3:2 ალფონს დიდიუ 50’  4:2 ალფონს დიდიუ 55’  5:2 ვან დალე 61’ 

გაფრთხილება: ბაგერია, ბრიგატი, დენსი, მასისა, დე სმეტი

გაძევება: კოლომბინი 31’

გენტი: ვერბრიუგე, ბანჩე (დე სმეტი 55), ბერბენი, დენსი, დეშეპერი, მასისა (დე გრუვე 36), ალფონს დიდიუ, ბორგრაფი (ვანდეკანდელარი 41), ლოკი, ნოვინჩანოვი (ვეეკმანი 60), ბატენი (ვან დალე 55)

ინტერი: ბაგერია, რომარიკ ოფე, ბონაჩინა (კაიგანიჩი 43), ნტუბე, კოლომბინი, დუსე, პოიანი, ვლადი, ტორდინი (კარტა 36), როსი, ვერგანი (ბრიგატი 43)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024