• Geo
  • Eng
15.04.2017
დინამოს ახალგაზრდების გამარჯვება სიონთან

დღეს მორიგი ტურის მატჩები გამართეს დინამო თბილისის 19, 17 და 15 წლამდელთა გუნდებმა და სამივე შეხვედრაში იმარჯვეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ბოლნისის სიონი მიიღო და სამი უპასუხო ბურთით აჯობა ქვემოქართლელებს. გოლები სიონის კარში დარცმელიამ, კვარაცხელიამ და ქავთარაძემ გაიტანეს. მეშვიდე შეხვედრაში ეს დინამოელთა მეექვსე დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლდათ. მომდევნო მატჩს 19 წლამდელები 19 აპრილს ცხინვალის წინააღმდეგ გამართავენ. 17 წლამდე დინამო სიონს კაზრეთში ეთამაშა და 7:0 დაამარცხა მასპინძლები. ჩარკვიანმა 3 გოლი გაუტანა სიონს, დუბლი ხარაბაძემ შეასრულა, ხოლო თითო გოლი მოისწრაფიშვილმა და იაკობიძემ შეაგდეს. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები მომდევნო მატჩს 2 მაისს ავაზას წინააღმდეგ ჩაატარებენ. ასევე კაზრეთში გამართა თავისი მატჩი თბილისელთა 15 წლამდე შემადგენლობამ. სულიკო დავითაშვილის გუნდმა დებიუტშივე მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ ბოლნისელებს 11 გოლი გაუტანა. ქოჩაკიძემ 5 გოლი ჩაიწერა თავის აქტივში, მორჩილაძემ კი 2. დანარჩენი ზუსტი დარტყმები ბექაურის, კონიაშვილის, ოსეყმაშვილის და ფირცხალაიშვილის ანგარიშზეა. დინამოს 15 წლამდელები მომდევნო მატჩს 23 აპრილს საბურთალოსთან გამართავენ.

 

U19 დინამო 3:0 სიონი

U17 სიონი 0:7 დინამო

U15 სიონი 0:11 დინამო

 

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ვირუბოვი, ძოწენიძე, უგრეხელიძე (კაკულია 75), დარცმელია, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ქავთარაძე (ერგემლიძე 70), დავითაშვილი (გულდედავა 75), სილაგაძე

 

U17 დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ჩარკვიანი, ბაბუნაძე, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, წაქაძე, ფარულავა, მემარნე, მაღალდაძე

 

U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, შენგელია, იაკობიძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ბექაური, კონიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, შაშიაშვილი, ლურსმანაშვილი, ფირცხალაიშვილი, გოდერძიშვილი, ერაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024