• Geo
  • Eng
30.03.2017
საბურთალო 19 წლამდელებმაც დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დღეს ბენდელას სტადიონზე 19 წლამდელთა პირველობის მესამე ტურის შეხვედრაში საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დებიუტში, მე- 10 წუთზე კიტეიშვილმა ითამაშა ზუსტად და ანგარიში გახსნა. დინამოელებმა პირველი ტაიმი აქტიურად წარმართეს და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უმატეს შეტევებს და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. უნდა აღინიშნოს, რომ გატანილი გოლის შემდეგ საბურთალომ უფრო უმატა ტემპს და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნა დინამოელთა კართან, თუმცა უშედეგოდ. დინამოელებმა მეთოდურათ გაათანაბრეს თამაში და 77- ე წუთზე წინ გასვლაც მოახერხეს. ზუკა დავითაშვილმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. ამის შემდეგ დარჩენილი დრო მთლიანად ჩვენი გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და მაყურებელმა კიდევ სამი გოლი იხილა საბურთალოს კარში. 81- ე წუთზე დარცმელიამ 1:3 გახადა ანგარიში. ათ წუთში კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო მსაჯმის მიერ კომპენსირებულ დროს ქავთარაძემ პაექრობის საფინალო ანგარიში დააფიქსირა. დინამოელებმა დიდი ანგარიშით მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს და 3 აპრილს, გათამაშების მომდევნო ტურში ლოკომოტივს უმასპინძლებენ, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილს ინაწილებს.

U19 საბურთალო 1:5 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ხარშილაძე, ქაფიანიძე, გაბიტაშვილი (კაკულია 65), დარცმელია, კვარაცხელია, ბაბუნაძე (დავითაშვილი 56), ქავთარაძე, კიტეიშვილი, სილაგაძე (უგრეხელიძე 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024