• Geo
  • Eng
25.03.2017
ახალგაზრდა ჯვაროსნების ფრე და გამარჯვება

დღეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები გამართეს. გია გეგუჩაძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისლანდიას დაუპირისპირდა. უხვგოლიანი მატჩი საბოლოოდ ფრედ 4:4 დასრულდა. 61- ე წუთზე შეხვედრაში ორი დინამოელი- ბექა მიქელთაძე და გიორგი ზარია ჩაერთო. ამ უკანასკნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს, დაახლოებით 30 მეტრიდან, ძლიერი და ზუსტი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მანამდე გოლები ისლანდიელთა კარში ლუკა ზარანდიამ, ირაკლი ბიძინაშვილმა და ლუკა იმნაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ამავე გუნდების დაპირისპირებაში მასპინძლება 3:1 იმარჯვეს. ამის შემდეგ მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მეორე ამხანაგური პაექრობა დაიწყო, რომელშიც გიორგი ყიფიანის გუნდმა რუსეთის 19 წლამდელთა ნაკრები მიიღო და რატი არდაზიშვილის 28- ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. ჩვენი გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა (ნაკრების კაპიტანი), გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი კუციამ იასპარეზეს. შეცვლაზე კი მატჩის ბოლოსკენ ბექა ქავთარაძე შევიდა. მომდევნო დაპირისპირება ამ გუნდებს შორის 27 მარტს გაიმართება.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024