• Geo
  • Eng
23.12.2016
პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

დღეს დინამოს პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის აღსაზრდელებს, მწვრთნელებსა და თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი და წლის წარმატებული დასასრული მიულოცა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აკადემიის როლი ჩვენი კლუბის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვა,  რომ აკადემიის წარმატებულ ფეხბურთელებს ყოველთვის მიეცემათ შანსი პირველ გუნდში თავის დასამკვიდრებლად. 2017 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელები სახლებში აღნიშნავენ და დასვენების პარალელურად, არდადეგების პერიოდში, ფორმის შენარჩუნებისათვის აკადემიის ექიმებისა და მწვრთნელების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამით იხელმძღვანელებენ. იანვრის შუა რიცხვებიდან ფეხბურთელები აკადემიის ბაზაზე დაბრუნდებიან და მომავალი სეზონის სამზადისს შეუდგებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024