• Geo
  • Eng
14.12.2016
შერიფის თასის ვიდეო მიმოხილვა

რამდენიმე დღის წინ მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში მორიგი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. შერიფის თასზე დინამოს 17 წლამდელთა შემადგენლობაც მონაწილეობდა, რომელმაც ტურნირი საბოლოოდ მესამე ადგილზე დაასრულა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა პირველ შეხვედრაში კიევის დინამოსთან დასანანი მარცხი 1:2 განიცადა. აღსანაიშნავია, რომ შეხვედრის მანძილზე თბილისელებს კიეველთათვის ტოლი არ დაუდიათ არაფერში, საგოლე მომენტები კი უფრო მეტიც შექმნეს ვიდრე მეტოქემ. საბოლოოდ შეხვედრის ბოლო წუთზე უკრაინელებმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს. მომდევნო მატჩში დინამო რუმინულ ვიტორულს შეხვდა. თბილისელებმა ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს კონსტანცელები და ტურნირის ბოლო დღეს მესამე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს. ჭაბუკ დინამოელებს ბრინჯაოს მედლებს სტ. პეტერბურგის ზენიტი ეცილებოდა, თუმცა მხოლოდ შეხვედრის პირველი წუთები. შეიძლება ითქვას, რომ თბილისელებმა ყველაფერში დაჯაბნეს ვიზავი და 3:0 დაამარცხეს ზენიტი. ტურნირის საუკეთესო მცველი, ჩვენი გუნდის კაპიტანი- ბექა ხარშილაძე გახდა.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩატარებული მატჩების სიუჟეტები და ფოტოგალერეა: https://www.facebook.com/DinamoAcademy/photos/?tab=album&album_id=1256698234392123

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024