• Geo
  • Eng
08.12.2016
დინამომ ვიტორულს 2:0 მოუგო

ტირასპოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა ჭაბუკებმა მეორე შეხვედრა ჩაატარეს და რუმინული ვიტორული ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს. მატჩი ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა სათამაშო ინიციატივით წარმართეს და ლოგიკური შედეგით დაასრულეს. ზუკა დავითაშვილმა შეხვედრის 34- ე წუთზე, თამაზ ბაბუნაძის ჩაწოდებულ ბურთს, თავი შეაგება და გახსნა ანგარიში. მეორე გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის ბოლოსკენ 78- ე წუთზე გაიტანა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს კვარაცხელიამ შორ ძელთან მიუსწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დინამოელები ხვალ ტურნირზე მესამე ადგილის მოსაპოვებლად ითამაშებენ. მათი მეტოქე მოგვიანებით იქნება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში თბილისელებმა შეხვედრისთვის დამატებულ წუთებზე გაშვებული გოლით დასანანი მარცხი 1:2 განიცადეს დინამო კიევთან.

 

U17 დინამო 2:0 ვიტორული

U17 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე (წაქაძე 79), დარცმელია, გ. ხარშილაძე (კვარაცხელია 37), ბაბუნაძე (მექვაბიშვილი 77), დავითაშვილი, ერგემლიძე, გოგრიჭიანი

U17 ვიტორული: გურეუ, სფიფჟიანუ, ნედელია, კელინი, აკასანდრეი, ლეკა, ხალეპი (ოანე 63), კრინგანუ, პოპი, ტუკალიუკი, ბანდულა (მატიში 46)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024