• Geo
  • Eng
06.12.2016
დასანანი მარცხი დინამო კიევთან

დღეს მოლდოვურ ტირასპოლში ჭაბუკთა საფეხბურთო ტურნირი- შერიფის თასი 2016 გაიხსნა. გათამაშებაში დინამო თბილისის 17 წლამდელთა შემადგენლობაც იღებს მონაწილეობას. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელები დინამო კიევს დაუპირისპირდნენ. დაძაბული და უკომპრომისო ბრძოლა დრამატული ფინალით- ესე შეიძლება შევაფასოდ ჩვენი ჭაბუკების მარცხი უკრაინელ თანატოლებთან. მატჩის 77- ე წუთზე (შეხვედრები 40 წუთიანი ტაიმებით ტარდება) ზაკორსკიმ გახსნა ანგარიში. მთავარმა არბიტრმა ორთაბრძოლას სამი წუთი დაამატა. 81- ე წუთზე თბილისელებმა მოახერხეს სტატუს ქვოს აღდგენა, გოლი ბექა ხარშილაძემ გაიტანა, თუმცა დამატებული დროის ბოლო წუთზე წიტაიშვილმა კიეველებს გამარჯვება მოუტანა. მანამდე სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა და ყაზახეთის 17 წლამდე ნაკრებმა ითამაშეს შედეგიანი ფრე 3:3. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 8 დეკემბერს კონსტანცის ვიტორულთან გამართავენ. 9 დეკემბერს კი ფინალური მატჩები ჩატარდება.

 

U17 დინამო კიევი 2:1 დინამო თბილისი

U17 დინამო თბილისი: მამარდაშვილი, გაბიტაშვილი, ცერცვაძე, ბ. ხარშილაძე, ბასარია, დარცმელია (უგრეხელიძე 79), ერგემლიძე, გ. ხარშილაძე (გაბელაია 65), დავითაშვილი (გულდედავა 82), ბაბუნაძე (მექვაბიშვილი 66), გოგრიჭიანი (კვარაცხელია 64)

U17 დინამო კიევი: მალიში, ჩუევი, მალიშკინი (დმიტრუკი 61), პრიხოდკო (ზაკორსკი 65), ისაენკო, კურენკო, სიროტა, სუხორუჩკო (სოროკინი 57, როჟკო 78), წიტაიშვილი, ვაშჩიშინი, მაშჩენკო (დუხანი 65)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024