• Geo
  • Eng
30.11.2016
19 წლამდე დინამოელებმა რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულეს

დასრულდა 19 წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო ტურის შეხვედრაში დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში ოთხჯერ აიღეს მეტოქის კარი, ხოლო მეორე ნახევარში სამი გოლი გაუტანეს ჩიხურას. გოგილაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ლილუაშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ზემო იმერლებს ცერცვაძემ და დავითაშვილმა გაუტანეს. საბოლოოდ თბილისელებმა სატურნირო ცხრილში 14 მატჩიდან დაგროვილი 34 ქულით და ბურთების ბალანსით 48/8, პირველი ადგილი დაიკავეს. 5 დეკემბერს ახალგაზრდა დინამოელები ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედოსთან ნეიტრალურ მოედანზე იასპარეზებენ.

17 წლამდე დინამოელებმა კი სამწუხაროდ დათმეს თავისი ნახევარფინალი. ჩვენს გუნდს მეტოქეობას საბურთალო უწევდა, რომელმაც 3:1 იმარჯვა. ერთადერთი გოლი საბურთალოს კარში ერგემლიძემ გაიტანა.

 

U19 დინამო 7:0 ჩიხურა

U19 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, ცერცვაძე, ნემსაძე, ლურსმანაშვილი, გოგილაშვილი, ძაგოევი, ლილუაშვილი, ფოჩხუა, სილაგაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი

 

U17 საბურთალო 3:1 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, დ. ხარშილაძე, ჭურღულაშვილი, გაბიტაშვილი, დარცმელია, ბ. ხარშილაზე, კუცია, ქავთარაძე, ბაბუნაძე, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ: ჯიჭონაია, ერგემლიძე, ჩიქოვანი

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024