• Geo
  • Eng
05.11.2016
ჭაბუკთა ლიგაში დინამო ლიდერობს

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს აკადემიის გუნდებმა მეათე ტურის მატჩები გამართეს. თბილისელები ბოლნისში სიონელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. ორივე დინამომ თითო გოლი გაუშვა, თუმცა დიდი ანგარიშით მოიგო. ჩვენი გუნდის 15 წლამდელებმა ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. იაკობიძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც მექვაბიშვილმა შეაგდო. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 10 ჩატარებული მატჩიდან 100% შედეგით და ბურთების შეფარდებით 57/4 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. 17 წლამდე დინამოელებმა კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დაძლიეს ბოლნისელთა წინააღმდეგობა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სიონს 6:1 აჯობა. გოლები ერგემლიძემ (2), ლურსმანაშვილმა (2), ჯიჭონაიამ და დიდებაშვილმა გაიტანეს. 17 წლამდე დინამოელებს 10 ჩატარებული მატჩიდან 25 ქულა დაუგროვდათ, ბურთების ბალანსი კი 23/7 გახლავთ. მომდევნო მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 9 ნოემბერს ჰერეთთან გამართავენ.

 

U15 სიონი 1:4 დინამო

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, ჭავჭანიძე, თუდები, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, ლომთაძე, იაკობიძე, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქველაძე, გოდერძიშვილი, ისმაილი, შუკვანი

 

U17 სიონი 1:6 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, გ. ხარშილაძე, ცერცვაძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, ბ. ხარშილაძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ბაბუნაძე, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ: დიდებაშვილი, ობოლაძე, ჯიჭონაია, გულდედავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024