• Geo
  • Eng
25.10.2016
გამარჯვება 19 წლამდელთა ლიგაში

დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა ეროვნულ პირველობაზე მეათე მატჩი გამართა, რომელშიც გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრა დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა გორელთა კარი ოთხჯერ აიღეს და მიჯრით მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. გოლები დილას კარში კიკალიშვილმა, ნემსაძემ, ძაგოევმა და გოგილაშვილმა გაიტანეს. ლევან გვანცელაძის გუნდს 10 მატჩიდან 28 ქულა დაუგროვდა და 36/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს თბილისელები 17 ნოემბერს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 4:0 დილა

U19 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ყურაშვილი, ძაგოევი, ფოჩხუა (კუცია 57), ლილუაშვილი (გოგილაშვილი 46), ჩაკვეტაძე, სილაგაძე (კობოური 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024