• Geo
  • Eng
22.10.2016
საბურთალოსთან გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მერვე ტურის შეხვედრები ჩაატარეს დინამოს აკადემიის გუნდებმა, რომლებიც ბენდელას სტადიონზე საბურთალოს დაუპირისპირდნენ. დინამოს 15 წლამდელებმა რთული მატჩი ჩაატარეს და მერვე გამარჯვება მოიპოვეს. შეხვედრის მეშვიდე წუთზე მსაჯმა დინამოელთა კიპერი გააძევა და ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდს ფაქტიურად მთელი შეხვედრის კაცნაკლულად ჩატარება მოუწია. უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელებმა მეორე ნახევრის 15 წუთიან შუალედში სამი გოლი გაუტანეს მასპინძლებს და დაპირისპირების ბედიც გადაწყვიტეს. კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც იაკობიძის ანგარიშზეა. დინამო 8 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 8 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 47/3 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. 17 წლამდე დინამოელებმა ასევე დაძაბულ და რთულ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ერგემლიძის გოლით 1:0 აჯობა საბურთალოს. 17 წლამდე დინამოელებს 8 ჩატარებული მატჩიდან 19 ქულა დაუგროვდათ, ბურთების ბალანსი კი 14/4 გახლავთ. მომდევნო მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 30 ოქტომბერს ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავენ.

 

U15 საბურთალო 0:3 დინამო

U15 დინამო: კუტალაძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, ჯანგველაძე, ლურსმანაშვილი, ქველაძე, კვარაცხელია

 

U17 საბურთალო 0:1 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ცერცვაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ობოლაძე, ვაწაძე, გულდედავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024