• Geo
  • Eng
08.10.2016
ჭაბუკთა ლიგაში სრული სვლით

ჭაბუკთა ლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრები ჩაატარეს დინამოს აკადემიის გუნდებმა. დინამოელებმა 35- ე სკოლას უმასპინძლეს და უკვე ტრადიციულად ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს. დინამოს 15 წლამდელებმა სათამაშო უპირატესობაც თავიდანვე მოიპოვეს და სტუმრებს სამი უპასუხო გოლიც გაუტანს. შედეგიანი თამაშით იაკობიძე, მოისწრაფიშვილი და აზაროვი გამოირჩა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 6 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 6 გამარჯვებით და ბურთების შეფარდებით 40/2 სატურნირო ცხრილში ლიდერობს. უფრო დაძაბული მეორე შეხვედრა გამოდგა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 35- ე სკოლა 2:1 დაამარცხა. გოლები კი ჯიჭონაიას და უგრეხელიძის ანგარიშზეა. 17 წლამდე დინამოელები 5 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 12 ქულით და ბურთების ბალანსით 10/3 გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე არიან. მომდევნო მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 15 ოქტომბერს ცხინვალის წინაარმდეგ გამართავენ.

 

U15 დინამო  3:0  35- ე სკოლა

U15 დინამო: კუტალაძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, ჩაკვეტაძე, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი

შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, ფაცურია, ქველაძე, შუკვანი, ჯანგველაძე

U17 დინამო  2:1  35- ე სკოლა

U17 დინამო: მამარდაშვილი, ბ. ხარშილაძე, დიდებაშვილი, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, ლურსმანაშვილი, ჩიქოვანი, გულდედავა, უგრეხელიძე, ერგემლიძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ობოლაძე, გ. ხარშილაძე, ვაწაძე, გაბელაია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024