• Geo
  • Eng
27.09.2016
მედიის საყურადღებოდ

29 სექტემბერს დინამოს 19 წლამდელთა შემადგენლობა უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრას ჩაატარებს. თბილისელები დინამო არენაზე ალმათის კაირატს მიიღებენ, მატჩი კი 20.00 საათზე დაიწყება. ხვალ გუნდები დინამო არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. გაგაცნობთ ხვალინდელი დღის სამუშაო გრაფიკს:

19.00 კაირატის ვარჯიში

19.30 დინამოს პრესკონფერენცია

20.00 დინამოს ვარჯიში

19.00 საათიდან დინამოს მედია დარბაზში შესაძლებელი იქნება მატჩზე დასასწრები აკრედიტაციების მიღება. ჟურნალისტებს ვთხოვთ ადგილზე წარმოადგინონ სამსახურეობრივი საშვი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024