• Geo
  • Eng
15.09.2016
19 წლამდელების მორიგი გამარჯვება

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე 19 წლამდელთა ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა ცხინვალს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დინამოელებს მთელი მატჩის მანძილზე ხელთ ეპყრათ სათამაშო უპირატესობა და გატანილი გოლების გარდა კიდევ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. შეხვედრაში თბილისელმა ფორვარდმა გიორგი გოგილაშვილმა დუბლი გაიფორმა, სტუმართაგან კი მატჩის ბოლოსკენ გიორგი მუზაშვილმა გამოიჩინა თავი. ლევან გვანცელაძის გუნდი, რომელსაც 29 სექტემბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩი ელის ალმათის კაირათთან, ჩემპიონატში ჩატარებული ხუთი შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 13 ქულით, გათამაშების ცხრილის სათავეშია.

U19 დინამო 2:1 ცხინვალი

U19 დინამო: კულუა, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი (ჩაკვეტაძე 60), კობოური, ყურაშვილი, ძაგოევი, ფოჩხუა, გოგილაშვილი (ერგემლიძე 70), ნინუა, სილაგაძე (ხარაბაძე 80)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024