• Geo
  • Eng
12.09.2016
მორიგი მატჩები ჭაბუკთა ლიგაში

მორიგი ტური გაიმართა ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში. დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ლევან გვანცელაძის გუნდი, რომელსაც 29 სექტემბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩი ელის ალმათის კაირათთან, ჩემპიონატში ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით, გათამაშების ცხრილის სათავეშია. 17 წლამდელთა გუნდი მცხეთაში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა აქტიურად წარმართეს შეხვედრა და 2:0 აჯობეს ვიტ ჯორჯიას. გოლები მასპინძელთა კარში უგრეხელიძემ და ბაბუნაძემ გაიტანეს. დინამოელები ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფებიან. თავისი მატჩი ჩაატარა ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმაც, რომელმაც ვიტ ჯორჯიასთან კოლოსალური სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებშიც ასახა და მასპინძელთა კარი რვაჯერ აიღო. შეხვედრაში პოკერი ჯანგველაძემ შეასრულა, დუბლი ჩარკვიანის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ჩაკვეტაძემ და იაკობიძემ გაიტანეს. 15 წლამდე დინამომ მიჯრით მესამე მატჩში მიაღწია წარმატებას და დაგროვილი 3 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

 

U19 დინამო 0:0 ლოკომოტივი

U19 დინამო: კულუა, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური (ძაგოევი 65), კუცია (ფოჩხუა 75), გოგილაშვილი, დავითაშვილი, ლილუაშვილი, ჩაკვეტაძე (ნინუა 60), ხარაბაძე

 

U17 ვიტ ჯორჯია 0:2 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ჭურღულაშვილი, გაბიტაშვილი, ობოლაძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: დიდებაშვილი, გულდედავა, ვაწაძე, ჯიჭონაია

 

U15 ვიტ ჯორჯია 0:8 დინამო

U15 დინამო: თვალოძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მექვაბიშვილი, ჩარკვიანი, ლომთაძე, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, ისმაილი, ქველაძე, მაღალდაძე, იაკობიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024