• Geo
  • Eng
16.06.2016
ელიტ ლიგა დინამოელთა ჰეგემონიით

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულებული ელიტ ლიგის გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შვიდ ასაკობრივ ტურნირში, დინამოს აკადემიის გუნდებმა 5 ჩემპიონის და 2 ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 2015/2016 სეზონის ელიტ ლიგის ჩემპიონები გახდნენ: დინამოU8 /მთ. მწვრთნელი - ზურაბ ელიავა/, დინამო U11 /რევაზ გვარაკიძე/, დინამო U12 /კახა გოგოლაძე/, დინამო U13 /ვახტანგ იაგორაშვილი/, დინამო U14 /ბორის გონჩაროვი/. ტურნირის ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: დინამო U9 /დავით ჭიჭვეიშვილი/ და დინამო U10 /ოთარ გაგნიძე/. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელები დინამოელთა საჩემპიონო გუნდებიდან შესაბამისად გახდნენ: კობა კაკაშვილი, საბა გეგიაძე, ზაურ სიჭინავა, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024