• Geo
  • Eng
14.06.2016
დინამოს სკოლა იწყებს შერჩევას

21-22 ივნისს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში საფეხბურთო სკოლის გუნდების დასაკომპლექტებელი შერჩევები ჩატარდება. შერჩევაში მონაწილეობის მიღება 2004- დან 2010 წლამდე დაბადებულ მოზარდებს შეეძლებათ. დაკომპლექტებული ასაკობრივი ჯგუფები სექტემბრის თვიდან დაიწყებენ ვარჯიშს. შერჩევა ორივე დღეს 10 და 11 საათზე გაიმართება. მშობლებს ვთხოვთ შეავსონ ანკეტა და გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრო ფოსტაზე: academy@fcdinamo.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: ტელ: 249 6777 (210):. მობ: 577 670725

 

ამის შემდეგ, აკადემიის წარმომადგენელი შეგატყობინებთ შერჩევის ზუსტ თარიღსა და დროს. მოთხოვნის გამოგზავნის ბოლო ვადა 19 ივნისია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024