• Geo
  • Eng
09.06.2016
ახალკაცის ფესტივალი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მე- 9 საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც 2005, 2006 და 2007 წელს დაბადებულთა შორის გაიმართა. ფესტივალს და 2007- ების ფინალს დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიამ უმასპინძლა. დანარჩენი ორი გადამწყვეტი მატჩი და დაჯილდოების ცერემონიალი კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. დინამოს აკადემიის 8 წლამდე გუნდმა ზაალ ელიავას ხელმძღვანელობით ტურნირი გორის დილასთან 2:0 გამარჯვებით დაიწყო. ამას მოჰყვა ჩემპიონთან 4:0 მოგება და 5:1 გამარჯვება საბურთალოს სკოლასთან. მეოთხედფინალში დინამომ შავნაბადას 7:1 აჯობა, ნახევარფინალში კი ბენდელა დაამარცხა 2:0. ფინალში დინამოელები დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდნენ 1:2. გოლი ხუციშვილმა გაიტანა. ამ ასაკობრივში ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი პატარა დინამოელი საბა წულაია გახდა. 2006 წელს დაბადებულმა დინამოელებმა ფესტივალის ჯგუფურ ეტაპზე საბურთალო მორკინალს 8:0 მოუგეს, კასპის განთიადს 4:1, ხოლო საბურთალოს სკოლას 2:0. მეოთხედფინალში ჩვენმა გუნდმა 4:1 თბილისის ლოკომოტივი დაჯაბნა. ნახევარფინალში დინამოელებმა 2:1 ვლადიკავკაზის ბარსი დაამარცხეს. გადამწყვეტ შეხვედრაში საბურთალომ იძალა და 2:0 იმარჯვა. ამ გათამაშებაშიც საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი დინამოელს ლუკა ფეიქრიშვილს ერგო. ბოლოს 2005 წლიანთა ფინალი გაიმართა, რომელშიც დინამო და ხაშურის ივერია წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე თბილისელებმა ლოკომოტივს მოუგეს 4:0, ბათუმის დინამოს კი 6:0. დინამოელებმა ჯგუფის მესამე შეხვედრაში ლაგოდეხის რანი დაჯაბნეს ათი უპასუხო გოლით. მეოთხედფინალში დინამომ საბურთალოს 3:0 მოუგო. ნახევარფინალში ჭკადუაში დაამარცხა 2:1. ფინალი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ჯერ ივერია დაწინაურდა, შემდეგ დინამომ ხარაულის და ცერცვაძის გოლებით მიიღო უპირატესობა, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ხაშურელმა ფეხბურთელებმა საჯარიმო დარტყმით აღადგინეს წონასწორობა. საბოლოოდ დედაქალაქელებმა პენალტების სერიაში იძალეს და ოთარ გაგნიძის გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა. საუკეთესო მეკარის ტიტული ალეკო გობედაშვილს ერგო, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი საბა მახათაძე (ორივე დინამო) გახდა.

 

U8  დინამო 1:2 საბურთალო

დინამო U8: ღვარძელაშვილი, პაპასკირი, გვასალია, წულაია, კაკულია, ხუციშვილი, კაკაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: შალიკიანი, კაციტაძე, ჭოლოკავა

U9  საბურთალო 2:0 დინამო

დინამო U9: საური, ბუბუტეიშვილი, გრიგალავა, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ნათენაძე, კერესელიძე, ბენდიაშვილი, ნუცუბიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბერძენიშვილი, დალაქიშვილი

U10  დინამო 2:2 (4:2) ივერია

დინამო U10: ბაჩილავა, ჩხიკვაძე, ბუცხრიკიძე, მახათაძე, ხარაული, ფიფია, გიუნაშვილი, ნინიძე, გაბისონია

შეცვლაზე შევიდნენ: კაიდარაშვილი, ცეცხლაძე, დარსალია, ბეჭვაია, გობედაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024