• Geo
  • Eng
30.05.2016
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მესამე დღე

გუშინ ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირის მესამე სათამაშო ტური გაიმართა, რითიც ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მესამე დღე თბილისური დერბით გაიხსნა. დინამო 2- მა ლოკომოტივს უმასპინძლა და 2:1 აჯობა მეტოქეს. ტრაბზონსფორმა ლეხიას აჯობა 2:0 და ნახევარფინალში გავიდა. ბეშიქთაშის და შერიფის მატჩი უგოლოდ დასრულდა. დინამომ კი ალკმაართან დათმო საკმაოდ დაძაბული პაექრობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დინამოელები უკვე გასული იყვნენ ნახევარფინალში, ჰოლანდიელებს კი ეს მისია ჯერ კიდევ შესასრულებელი ჰქონდათ. დღეს ნახევარფინალში დინამო ტრაბზონსფორს მიიღებს, ხოლო ლოკომოტივი ალკმაარს დაუპირისპირდება. გთავაზობთ SILK უნივერსალით გაშუქებულ გუშინდელი დღის შემაჯამებელ ვიდეო სიუჟეტს.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024