• Geo
  • Eng
28.05.2016
ტურნირის მეორე დღე და დინამოს გამარჯვება ბეშიქთაშთან

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის მეორე სათამაშო დღე თბილისის ლოკომოტივისა და ლეხია გდანსკის მატჩით გაიხსნა. მატჩი გარდამავალი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში სერგი არჩვაძემ გაუტანა პოლონელებს და შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს იყო გამარჯვების მომტანი გოლი. ლოკომოტივმა ორი თამაშიდან 6 ქულა დააგროვა და ლიდერობს საკუთარ ჯგუფში.

დინამოს ბაზაზე ტრაბზონსფორი ჩვენს მეორე გუნდს დაუპირისპირდა. ეს შეხვედრაც 1:0 დასრულდა, თუმცა სტუმართა სასარგებლოდ. გოლი გიორგი მამარდაშვილის კარში დოღუკან იოკსიუზმა გაიტანა. თბილისელთა არაერთი მცდელობა კი საპასუხო გოლის გატანისა- ამაო გამოდგა. მასპინძლებმა რამდენიმე ძალზე სახიფათო მომენტი გაუშვეს ხელიდან და საბოლოოდ დათმეს მატჩი.

ამ დროს აკადემიის მოედანზე ერთ-ერთი დრამატული შეხვედრა შედგა. აზ ალკმაარი ტირასპოლის შერიფს ეთამაშა. შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდიელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა მოლდოველები საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ დასავლეთ ევროპელებს. ანგარიში რენს ვან დერ ვახტმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, რასაც ასევე პენალტით დენის მაკალიჩმა უპასუხა. კვინტენ ჰელმერმა მეორედ დააწინაურა თავის გუნდი, მაგრამ შერიფის ფეხბურთელებმა არ დაანებეს ალკმაარს მოგება და ივან ნედოვმა ხელმეორედ გაათანაბრა.

ბოლოს კი ყველაზე თვალსასეირო მატჩი გაიმართა, რომლის მეორე ტაიმიც ძლიერი წვიმის ფონზე დასრულდა. დინამომ, რომელსაც მანამდე შერიფი ჰყავდა 3:1 დამარცხებული, ბეშიქთაში მიიღო და გოლის გაუშვებლად თურქებსაც სამჯერ გამოატანინა ბურთი საკუთარი კარიდან. ანგარიში პირველი ტაიმის დებიუტში თამაზ ბაბუნაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. პენალტი კი ზუკა დავითაშვილმა ტექნიკური თამაშის წყალობით მოიპოვა. ტაიმის შუაწელში დინამოელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ბაბუნაძემ მეორედ აიღო იოზქანის კარი. შემდეგ მდგომარეობა მოედანზე ოდნავ დაიძაბა. უკმაყოფილებას ჟესტიკულაციით და სიტყვიერად ბეშიქთაშის სამწვრთნელო შტაბიც გამოეხმაურა და მსაჯმა თურქ მწვრთნელებს წითელი ბარათები უჩვენა. ტაიმის ბოლო წუთზე ნიკა ნინუამ უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა. მეორე ნახევარში ორივე გუნდი აქტიურად უტევდა, მაგრამ არარაფერი შეცვლილა და დინამო 6 ქულით ლიდერობს ჯგუფს.

მესამე სათამაშო დღეს 17 საათსა და 30 წუთზე დინამოს ბაზაზე ლეხია ტრაბზონსფორს შეხვდება, ხოლო აკადემიაში დინამო-2 ლოკომოტივს მიიღებს. 20.00 საათზე ბაზაზე შერიფი და ბეშიქთაში ითამაშებენ, ხოლო აკადემიაში დინამო ალკმაარს დაუპირისპირდება.

მეორე სათამაშო დღის ფოტო გალერეას ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ:

ლეხია 0:1 ლოკომოტივი

ლეხია: გოლუნსკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგერი, მერხელი, ზარიება, სლავეკი, სჟიმანსკი, ხმულაკი, სტეფანიაკი, ესპერსენი

ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, მჭედლიშვილი, რუხაძე, კაკაბაძე, გრძელიძე, გაბუნია, ნანობაშვილი, არჩვაძე, კვირიკაშვილი

ტრაბზონსფორი 1:0 დინამო 2

ტრაბზონსფორი: კაბლანი, სევინჩი, კარაკაში, ჯუმური, იოკსიუზი, აკგიუნი, გენჩი, ჯალაპი, აჩილი, ასანი, აკჩაი

დინამო 2: მამარდაშვილი, გაბედავა, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, აბულაძე, ჩარკვიანი, ნაჭყებია, ვაწაძე

ალკმაარი 2:2 შერიფი

ალკმაარი: შენდელაარი, ბადუ, დე ბური, ენსი, გაუნა, დე ჰაასი, იაკობსი, კოოპმაინერსი, ლონტი, რიერი, ვან დერ ვახტი

შეცვლაზე შევიდნენ: ნინგ-ჰინგი, ლატუვერსი, ჰელმერი

შერიფი: ლიხარევი, ბოიკო, კონოხოვი, კოპუტერკო, კოსკოდანი, კოვჩენკო, კუზმენკო, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი, შტაიგილბერი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩებოტარი, გლიგა, გროსუ, მაკალიჩი

ბეშიქთაში 0:3 დინამო

ბეშიქთაში: იოზქანი, ჯანი, ჩერი, ბილდიკი, ჩაი, სეჩგინი, კილიჩი, ერატი, აიგიუნი, ერგეჩი, ილდირიმი

შეცვლაზე შევიდნენ: გიონდერიჩი, იაზიჯი, ილმაზი

დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, ბასარია, დარცმელია, ბაბუნაძე, კუცია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჭურღულაშვილი, ჩიქოვანი, ჯიჭონაია, ერგემლიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024