• Geo
  • Eng
21.05.2016
ჭაბუკების ფრე და მარცხი საბურთალოსთან

ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს. ჩვენი გუნდები ბენდელაზე საბურთალოს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ. 15 წლამდელებმა ფრედ 2:2 ითამაშეს მასპინძლებთან. დუბლი კი ბაბუნაძემ შეასრულა. 28 მატჩიდან ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 71 ქულა მოაგროვა და აღმოსავლეთ ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება, ასწრებს რა უშუალო კონკურენტ საბურთალოს- 2 ქულით. 17 წლამდელებმა საკმაოდ დაძაბული მატჩი გამართეს მასპინძლებთან და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ. გოლი საბურთალოს კარში კუციამ გაიტანა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებს ამ მარცხის შემდეგ დარჩათ 69 ქულა და უახლოეს მდევარ ლოკომოტივს 7 ქულით უსწრებენ, აღმოსავლეთ ზონის ცხრილში კი ლიდერობენ.


საბურთალო U15  2:2  დინამო U15
დინამო U15: მამარდაშვილი, ბასარია, გაბედავა, ჯანგიძე, გაბელაია, მექვაბიშვილი, დარცმელია, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, დავითაშვილი, ხარაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჯიჭონაია, კვარაცხელია, ჩიქოვანი


საბურთალო U17  2:1  დინამო U17
დინამო U17: ბულისკერია, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, კუცია, ერგემლიძე, ფოჩხუა, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭურღულაშვილი, კალხიტაშვილი, ნაჭყებია, აბულაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024