• Geo
  • Eng
23.02.2019
19 წლამდელებმა ნორდსტრანდი დაჯაბნეს

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერადაც 5 გოლი გაუტანა მეტოქეს. დღეს თბილისელებს წინააღმდეგობას ნორვეგიის 19 წლამდე პირველობის ჩემპიონი ნორდსტრანდი უწევდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა შეხვედრაში უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და საბოლოოდ გოლგაუშვებლად დიდი ანგარიშით აჯობა მეტოქეს. გულდედავამ და მექვაბიშვილმა დუბლი გაიფორმეს. ერთი გოლიც გაბიტაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ წინა ამხანაგურ მატჩში დინამომ ანთალიასფორი 5:1 დაამარცხა. დედაქალაქელები შეკრების დასრულებამდე კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ. 26 თებერვალს ჩვენს გუნდს მეტოქეობას ყაზახური ტობოლის დუბლები გაუწევენ.

 

U19 დინამო 5:0 ნორდსტრანდ

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ძოწენიძე, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, აზაროვი, ლომთაძე, მოისწრაფიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩარკვიანი, ჯანგველაძე, ფარულავა, მირზიკაშვილი, ჭავჭანიძე, მელიქიშვილი, ხვადაგიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024