• Geo
  • Eng
18.02.2019
15 წლამდელებმა პირველი სპარინგი დამაჯერებლად მოიგეს

კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ დღეს პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ფამაგუსტას ანორთოსისის 15 წლამდელებს შეხვდა და ათი უპასუხო გოლით იმარჯვა. შეხვედრაში ხუთი გოლი იობაშვილმა გაიტანა, დანარჩენი ხუთი ზუსტი დარტყმა კი თოდუას, გეგიაძის, მოლაშვილის, დევიძის და დათუნაშვილის ანგარიშზეა. თბილისელები ხვალ ივარჯიშებენ, ზეგ კი კიდევ ერთ სპარინგს ჩაატარებენ, რომელშიც ნიქოზიის აპოელს დაუპირისპირდებიან.

 

U15 დინამო 10:0 ანორთოსისი

U15 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია, გოგებაშვილი, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, ცხოვრებაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, აღდგომელაშვილი, იობაშვილი, გეგიაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ჯანაშია, მოლაშვილი, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ნიკოლაიშვილი, კობახიძე, როსივერი, ხუტიაშვილი, ბაგრატიონი, დევიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024