• Geo
  • Eng
20.01.2024
დინამოელები 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდისთვის მზადება დაიწყო და კვიპროსში ადგილობრივ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

 

პირველი შეხვედრა 16 იანვარს გაიმართა და საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. გოლი დინამოელთა კომბინაციის შედეგად გავიდა, ნიკა ელისაშვილის გადაცემა შედეგიანად ნიკა ჩიქოვანმა გამოიყენა.

მეორე მატჩი საქართველომ მოიგო. მასპინძლებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს, რასაც პირველ ტაიმში გიორგი ჩუბინიძემ გოლით უპასუხა. მატჩის ბოლო წუთზე ნიკა ჩიქოვანის გადაცემით გამარჯვების გოლი დავით გოგილაშვილმა გაიტანა 1-2.

 

დინამო თბილისიდან შეკრებაზე 9 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული:

საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, ნიკა ჩიქოვანი, ნიკა ელისაშვილი, ლუკა წულაია, რეზი დანელია და ვახო სალია.

 

 

17 წლამდე ნაკრები მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს დაუპირისპირდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024