1-3 ნოემბერს ვილნიუსში, ატეიტის თასი ამჯერად 11 წლამდე გუნდებს შორის გაიმართა. დინამოელები ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრაში ლატვიურ კორონას შეხვდნენ და 5-1 იმარჯვეს. გოლები გოგიჩაიშვილმა, ლეონიძემ (2), ძირკვაძემ და გამხუაშვილმა გაიტანეს. ესტონურ მაარდუსთან დინამომ გოგიჩაიშვილის, ლეონიძის და ქირიას გოლებით 3-2 მოიგო. ლიეტუვურ ბენფიკა-ატეიტისთან თბილისელებმა 1-2 დათმეს (გოლი ძირკვაძე). ლატვიურმა რიგის აკადემიამ დინამოს 2-0 მოუგო, ხოლო უკრაინულმა ატლეტმა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა 3-1 იმარჯვა (გოლი ქირია).
მეხუთე-მერვე ადგილებისთვის დინამო ჯერ რიგას შეხვდა და წულაიას გოლით 1-0 აჯობა, ბოლოს კი ჩვენი გუნდი ლიეტუვურ ბენფიკა-ატეიტისთან 0-1 დამარცხდა და ტურნირზე მე-6 ადგილი დაიკავა.
U11 დინამო: დავით ჭანტურია, ვანო ჯინიქაშვილი, ბესო გვიშიანი, გიორგი კუპრეიშვილი, ერეკლე რუაძე, ირაკლი წულაია, საბა ლეონიძე, დანიელ ბერიძე, კონსტანტინე ალექსიძე, ანდრია ფირანიშვილი, დაჩი დობორჯგინიძე, ნიკოლოზ ძირკვაძე, ჯაბა კანკავა, ტიმოთე გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ მაისაშვილი, ლაშა ქირია და გიორგი გამხუაშვილი.
მწვრთნელი - ჯაბა გოგოლაძე
ფოტო: AteitisCup