19 წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში დინამომ ცხინვალს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა მეტოქე. მეათე ტურის მატჩი ანგარიშიდანაც ნათლად ასახავს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის უპირატესობას. გოლები კალანდაძემ, გაბიტაშვილმა, აბუაშვილმა, აწყურელმა და ხორხელმა გაიტანეს. ამ მოგებით დინამომ 30 (მაქსიმალური) ქულა დააგროვა და ვადაზე ადრე მოიპოვა ოქროს ლიგის საგზური. მომდევნო ტურში ჩვენი გუნდი 31 მაისს საბურთალოს შეხვდება.
U19 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, ხვადაგიანი, იაკობიძე, კალანდაძე, მექვაბიშვილი, დარცმელია, მოისწრაფიშვილი, აწყურელი, აბუაშვილი, გაბიტაშვილი
სათადარიგო სკამი: შურღაია, ლომინაძე, მორჩილაძე, ფარულავა, ხორხელი, ჯინჯოლავა