• Geo
  • Eng
07.04.2019
აკადემიის გუნდების მნიშვენლოვანი გამარჯვება

15 და 17 წლამდელთა ლიგებში დინამოს მეორე გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. ორივე გუნდმა ლოკომოტივი მიიღო და იმარჯვა კიდეც. ვასილ გეგუჩაძის კრებულმა ნინიძის დუბლით 2:0 აჯობა ერთი წლით უფროს ლოკომოტივს, ხოლო ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 2:1 იმრჯვა. გოლები იობაშვილმა და ფირცხალაიშვილმა გაიტანეს დედაქალაქურ დერბიში. ორივე გუნდი თავიანთ ჯგუფში ლიდერის პოზიციაზეა და მომდევნო მატჩებს 13 აპრილს თბილისის მერანთან გამართავენ.

19 წლამდელებს ასევე მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდათ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტ საბურთალოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა მეტოქე. აბუაშვილმა დუბელი შეასრულა, თითო გოლი კი კალანდაძემ და გულდედავამ გაიტანეს. ლურჯ თეთრებმა პირველ ადგილზე აინაცვლეს და მომდევნო შეხვედრას რუსთავთან 13 აპრილს ჩაატარებენ.

 

U15 დინამო-2  2:0  ლოკომოტივი

U15 დინამო-2: ბაჩილავა, ხარჩილავა, სურმავა, გიუნაშვილი, სიგუა, ბუცხრიკიძე, ცეცხლაძე, ნინიძე, შეროზია, ფარცვანია, პარკაძე

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩიხრაძე, მახარაძე, ჩხიკვაძე, ხორხელი, ბულუხაძე

 

U16 დინამო-2  2:1  ლოკომოტივი

U16 დინამო-2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, ბაბლუანი, ბოჭორიშვილი, იობაშვილი, ფირცხალაიშვილი, სიჭინავა

სათადარიგო სკამი: დევიძე, გელხაური, აზარაშვილი, უგრეხელიძე, სიხარულაშვილი,შენგელია

 

U19 დინამო  4:1  საბურთალო

U19 დინამო: კურალაძე, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ოსეყმაშვილი, მელიქიშვილი, ხორხელი, მოისწრაფიშვილი, გაბიტაშვილი, აბუაშვილი, გულდედავა

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, აწყურელი, ფარულავა, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, მექვაბიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024