• Geo
  • Eng
06.06.2019
15 და 19 წლამდელებმა რეგულარული სეზონი წარმატებით დაასრულეს

15 წლამდელთა ლიგაში რეგულარული სეზონი 15 წლამდე დინამოელთა დარად, ერთი წლით უმცროსმა დინამოელებმაც დაასრულეს. მათ თანაქალაქელ მერანს 6 უპასუხო გოლით აჯობეს და გ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმეს. ნინიძემ და ფარცვანიამ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ზუსტი დარტყმა კი შეროზიას და პარკაძის ანგარიშზეა. დინამოელები საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლებს უკვე ოქროს ლიგაში გააგრძელებენ.

უდანაკარგოდ განვლო რეგულარული სეზონი ჩვენი კლუბის 19 წლამდე შემადგენლობამ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მე- 12 მატჩში რუსთავს 9:0 აჯობა და მე- 12 გამარჯვება მოიპოვა. მორჩილაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი ჯინჯოლავას ანგარიშზეა. დანარჩენი გოლები გულდედავამ, ქოჩაკიძემ, ოსიყმაშვილმა და ლომინაძემ გაიტანეს. საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ჩვენი 19 წლამდელები ოქროს ლიგაში განაგრძობენ.

 

 

U15 მერანი 0:6 დინამო-2

U15 დინამო-2: იობაშვილი, მახარაძე, ხარჩილავა, გიუნაშვილი, კვერენჩხელაძე, სიგუა, პარკაძე, ცეცხლაძე, ხორხელი,ბულუხაძე, ნინიძე

სათადარიგო სკამი:ბაჩილავა, უკლება, შეროზია, ფარცვანია

 

 

U19 დინამო 9:0 რუსთავი.

U19 დინამო: ჯოჯუა, იაკობიძე, ერაძე, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, მელიქიშვილი, ხორხელი, ლომინაძე, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, გულდედავა

სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ჩინჩალაძე, ქოჩაკიძე, ზურებიანი, შალიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024