15 წლამდელთა ლიგის მატჩები ჩაატარა დინამოს ორივე გუნდმა. ვახო იაგორაშვილის შეგირდებმა ავაზას 8 უპასუხო გოლით აჯობეს და გათამაშების რეგულარული ეტაპი დ ჯგუფში მაქსიმალური შედეგით დაასრულეს. დინამოელებმა 10 თამაშიდან ათივე მოიგეს, ბურთების ბალანსი კი 89/3 შეადგენს. ავაზას გოლები შიოლაშვილმა (3), ხუტიაშვილმა (2), თოდუამ (2) და ნიკოლაიშვილმა გაუტანეს. დინამოელები ეროვნული პირველობის ოქროს მედლების დაცვას უკვე ოქროს ლიგაში გააგრძელებენ. დინამოელთა მეორე გუნდი (14 წლამდელები) ლოკომოტივს შეხვდა და უხვგოლიან მატჩში, სეზონში პირველად დამარცხდა. ლოკომოტივმა 6:3 იმარჯვა. ნინიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ბულუხაძის ანგარიშზეა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი გ ჯგუფში ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე იმყოფება და ამ ადგილის დასაკავებლად 9 ივნისს თბილისის მერანთან ფრეც აწყობს. ამის შემდეგ ლურჯ-თეთრები ასპარეზობას ოქროს ლიგაში განაგრძობენ.
U15 ავაზა 0:8 დინამო
U15 დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გოგებაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, თოდუა, ლაცაბიძე, კობახიძე, შიოლაშვილი, როსივერი, დევიძე
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, არჩაია, ხუტიაშვილი, აღდგომელაშვილი, ჯანაშია, დათუაშვილი, ნიკოლაიშვილი
U15 ლოკომოტივი 6:3 დინამო-2
U15 დინამო-2: ბაჩილავა, მახარაძე, ჩიხაძე, სიგუა, ჩხიკვაძე, ცეცხლაძე, ბულუხაძე, გიუნაშვილი, ნინიძე, ხორხელი, პარკაძე
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ცხადიაშვილი