ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში სტარტი აიღო VIVACOM CUP გათამაშებამ, რომელშიც მონაწილეობას დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც იღებს. ორჯგუფიან ტურნირში თბილისელთა მეტოქეები (B ჯგუფი) სერბული ვოივოდინა და უკრაინული ჩერნომორეცი არიან. A ჯგუფში მასპინძელ ლუდოგორეცთან ერთად კი თავი მაკედონიურმა რაბოტნიჩკიმ და რუმინულმა უნივერსიტატეამ მოიყარეს. ტროფეის ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები გაითამაშებენ.
დღეს ჩვენი ჭაბუკები ვოივოდინას დაუპირისპირდნენ და 4:2 დაამარცხეს სერბული გუნდი. დუბლი ნიკა ნინიძემ შეასრულა, დანარჩენი გოლები გიორგი სურმავამ და ლუკა შეროზიამ გაიტანეს. ჯგუფში მეორე შეხვედრას ოდესის ჩერნომორეცთან ვასილ გეგუჩაძის გუნდი 13 ივნისს გამართავს. ფინალური შეხვედრები 14 ივნისს შედგება.
U14 დინამო თბილისი 4:2 ვოივოდინა ნოვი სადი
U14 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, სიგუა, ცეცხლაძე, პარკაძე, ნინიძე, ფარცვანია, გიუნაშვილი, შეროზია
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩიხრაძე, ჩხიკვაძე, ხორხელი, ბულუხაძე, უკლება, მახარაძე, ჯიქია