• Geo
  • Eng
24.11.2024
14 წლამდე დინამომ ატეიტის თასი მოიგო

დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობამ ატეიტის თასი მოიპოვა. ტრადიციული ტურნირი ვილნიუსში 21-24 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და ლაშა გიორგობიანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

დინამომ ჯგუფურ ეტაპზე ჯერ ტალინის არარატს აჯობა 2-0 (გოლები ოჩიგავამ და ჭიკაიძემ გაიტანეს), შემდეგ ლატვიურ დაუგავპილსს სახვაძის გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგეს, ხოლო მასპინძელი კლაპედა სამი უპასუხო გოლით დაჯაბნეს (ბინიაშვილი-2, ჭიკაიძე). მეოთხედფინალში დინამომ დონეცკის შახტარს მოუგო 1-0 (ჭიკაიძე), ნახევარფინალში კი ლატვიურ მარუპეშს ერთის წილ 8 გოლი გაუატანა (სახვაძე-2, შევარდნაძე-2, გოგუა, ქურასბედიანი, სიხარულიძე და ავტოგოლი). ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო უკრაინულ კრივბასს შეხვდა. თბილისელებმა ქურასბედიანის და გოგუას გოლებით 2-0 იმარჯვეს.

ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი ალექსანდრე ჩიქოვანი გახდა. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კი ორგანიზატორებმა თორნიკე ფილაური აღიარეს.

 

U14 დინამო: ოთო გურიელი, ლუკა ფუთკარაძე, ირაკლი ხვიჩია, დათა ელიავა, ნიკა ტომაევი, ანრი უგულავა, თორნიკე ფილაური, ნიკოლოზ კობზონაძე, ლუკა ვაშაკიძე, ანდრია ფოცხვერია, ალექსანდრე ჩიქოვანი, დავით მაჭარაშვილი, დემეტრე მასხარაშვილი, ალექსანდრე სიხარულიძე, ანდრია ოჩიგავა, დემეტრე გელაშვილი, სანდრო ბინიაშვილი, დემეტრე ქურასბედინი, გაბრიელ გოგუა, გიორგი აბულაძე, ნიკოლოზ სახვაძე, ლევან ჭიკაიძე და ედუარდ შევარდნაძე.

 

ფოტოამბავი ateitiscup.lt

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024