ვილნიუსში ტრადიციულად ატეიტის თასის გათამაშება მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი აკადემიის 10 წლამდე გუნდიც იღებდა. აღნიშნული ასაკობრივი გათამაშება 25-27 ოქტომბერს გაიმართა.
პატარა დინამოელებმა ჯგუფში 5 მატჩი ჩაატარეს. ვილნიუსის ჟალგირისთან უგოლო ფრე ითამაშეს, ფინურ იუნიორიტს დადვანის გოლით 1-0 აჯობეს, ლიეტუვურ ბანგასთან იმავე ანგარიშით დატმეს შეხვედრა, 3-0 მოუგეს ლატვიურ სუპერ-ნოვას (შველიძე, ნათაძე, კორტავა) და ესტონურ ვიიმსისთან 0-1 დათმეს მატჩი. ლევან ბოჯგუას გუნდი პლეი ოფში ჯერ რიგის დინამო შეხვდა და 3-0 იმარჯვეს თბილისელებმა (ხარაიშვილი, ნათაძე, დადვანი), შემდეგ კი ლიეტუვურ ბალტიის საფეხბურთო აკადემიას დადვანის გოლით 1-0 ვაჯობეთ და საბოლოოდ მე-10 ადგილი.
U10 დინამო: დაჩი ქვილითაია, ზუკა ხონელიძე, თემო ხარაიშვილი, სანდრო კორტავა, ანდრია ახალაია, სანდრო ხრიკაძე, დათუნა გოჩაშვილი, ლუკა დგებუაძე, ცოტნე დადვანი, ანდრია ჩაგელიშვილი, ნიკოლოზ შველიძე, ალექსი იალამიდი, გიორგი გაბიძაშვილი, გიორგი პატარავა, დაჩი ნასპიაშვილი, ერეკლე წიკლაური და სანდრო ნათაძე.
ფოტო: AteitisCup