• Geo
  • Eng
02.10.2024
19 წლამდე გუნდი პოდგორიცაში დამარცხდა

დღეს პოდგორიცაში გრადსკი სტადიონზე უეფას ახალგაზრდული ლიგის, პირველი ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ბუდუჩნოსტიმ დინამოს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ორი კვირით ადრე თბილისში გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

 

მასპინძლებს ხელს მხოლოდ მოგება აძლევდა და პირველივე წუთებიდან შეუტიეს სტუმართა კარს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მე-2 და მე-6 წუთებზე ანდრეი კოსტიჩმა ორჯერ გაიტანა. თბილისელები მალევე შევიდნენ სათამაშო რიტმში და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. მე-17 წუთზე დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა ვახო სალიამ და საერთო ჯამში ანგარიში გაათანაბრა. დინამო ბევრს უტევდა მთელი მატჩი, არაერთი საგოლე მომენტიც შეიქმნა ბუდუჩნოსტის კართან, თუმცა ყველა უშედეგოდ დასრულდა. 83-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი გიორგი მეფარიშვილმა დატოვა, ანდრეი კამაიმ კი მალევე მესამე გოლი გაიტანა. ვალერი გაგუას გუნდი ბოლო ძალებით გადავიდა შეტევაში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში ანდრეი კოსტიჩმა ჰეთ თრიქი გაიფორმა და შეხვედრაც 4-1 დასრულდა.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024