საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში Development Cup-ზე ასპარეზობს.
ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 8 დინამოელია გამოძახებული: ლევან ისიანი, ნიკა ნინუა, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნურლან სეიდოვი, ირაკლი ბუღრიძე და დავით კობოური.
გუშინ ჯვაროსნებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველმა ახალგაზრდებმა 4:2 აჯობეს მეტოქეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯვაროსნებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხეს 1:0. ხვალ ჩვენი ნაკრების მეტოქე მასპინძელი მაკედონიის 17 წლამდელთა ნაკრები იქნება.