საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში Development Cup-ზე ასპარეზობს.
ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 8 დინამოელია გამოძახებული: ლევან ისიანი, ნიკა ნინუა, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნურლან სეიდოვი, ირაკლი ბუღრიძე და დავით კობოური.
დღეს ჯვაროსნები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დინამოელი ირაკლი ბუღრიძის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ხვალ ჩვენი ნაკრების მეტოქე კვიპროსის 17 წლამდელთა ნაკრები იქნება.