საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ქალაქ პორტუს საერთაშორისო ტურნირზე მე- 3 ადგილი დაიკავა. ვასილ მაისურაძის გუნდში 4 დინამოელი ასპარეზობდა. მცველები- ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე და შემტევი- არჩილ მესხი. ახალგაზრდა ჯვაროსნები დამარცხდნენ მასპინძლებთან 1:4 და ჩეხებთან 1:2. რუსეთის ნაკრებს კი 4:2 აჯობეს. ერთი გოლი რუსეთის ნაკრების კარში არჩილ მესხმა გაიტანა.